in

ბითაძემ 12 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა და გუნდს ვაშინგტონში მოაგებინა

NBA-ის მიმდინარე სეზონში მეთვრამეტე მატჩი მოიგო გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“. ფლორიდელებმა სტუმრად „ვაშინგტონ ვიზარდსი“ 127:119 დაამარცხეს.

ასეთ ქულაუხვ შეხვედრაში ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს სათამაშოდ 12 წუთი ერგო, რაც მაქსიმალურად შედეგიანად გამოიყენა:5/4 ორქულიანი, 2/2 საჯარიმო, 10 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება.

28 ქულით ორლანდოს ბომბარდირი გერმანელი მორიც ვაგნერი გახდა. ვაშინგტონელმა ჯორდან პულმა 30 ქულა ჩააგდო.

ახლა მოდი, ვნახოთ რა ქნა ვენდელ კარტერმა, ტრავმის მოშუშების შემდეგ სასტარტო ხუთეულში დაბრუნებულმა ორლანდოს ცენტრმა. ვენდელმა 21 წუთი ითამაშა და თავი 6 ქულას, 4 მოხსნას, 2 პასს და 1 დაფარებას მოუყარა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ანუ ქართველი ცენტრი გაცილებით სარგებლიანი იყო მოედანზე ყოფნის ბევრად მცირე პერიოდში.

„ორლანდო“ მომდევნო მატჩს 28 დეკემბერს „ფილადელფიას“ წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: რამოსი მუსიკაში წავიდა – უკვე გამოუშვა კლიპი

რამდენი ფული აქვს სუპერლიგას: პატარა კლუბებს უეფაზე ორჯერ მეტს მისცემენ