in

ვის დაუვარდა ყველაზე მეტად ფასი პრემიერლიგაში

სანდრო ტონალი პრემიერლიგის ყველაზე გაუფასურებული ფეხბურთელია.

Transfermarkt-მა სეზონის შემოდგომის ნაწილის შემდეგ ახალი რეიტინგი წარადგინა.

ფასი ყველაზე მეტად „ნიუკასლის“ ნახევარმცველს დაუვარდა, რომელიც ფეხბურთზე ფსონების დადების გამო 10 თვით არის დისკვალიფიცირებული.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე გაუფასურებული ფეხბურთელების ხუთეულში „მანჩესტერის“ ერთბაშად 5 ფეხბურთელი მოხვდა.

პრემიერლიგის ტოპ-10 ყველაზე გაუფასურებული ფეხბურთელი:

  1. სანდრო ტონალი („ნიუკასლი“, მინუს 20 მლნ ევრო, აქტუალური ფასი – 40 მლნ).
  2. მეისონ მაუნტი („მანჩესტერი“, მინუს 15 მლნ, 45 მლნ).
  3. ანტონი („მანჩესტერი“, მინუს 15 მლნ, 35 მლნ).
  4. კევინ დე ბრუინი („სიტი“, მინუს 10 მლნ, 60 მლნ).
  5. კაზემირო („მანჩესტერი“, მინუს 10 მლნ, 30 მლნ).
  6. ტომას პარტი („არსენალი“, მინუს 10 მლნ, 25 მლნ).
  7. რაფაელ ვარანი („მანჩესტერი“, მინუს 10 მლნ, 25 მლნ).
  8. უესლი ფოფანა („ჩელსი“, მინუს 8 მლნ, 32 მლნ).
  9. ჯეიდონ სანჩო („მანჩესტერი“, მინუს 7 მლნ, 25 მლნ).
  10. ემილიანო ბუენდია („ასტონ ვილა“, მინუს 6 მლნ, 22 მლნ).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე კარგი მატყუარაა და 5 გრანდი აკვირდება

ჰოლანდი წლის საუკეთესო ფეხბურთელია