იტალიის სერია B-ში ივა გელაშვილის „სპეციამ“ „მოდენას“ უმასპინძლა – 1:1. ეს ქულა კი ქართველი ივა გელაშვილის დამსახურებაა, ჩვენიანმა სულ ბოლოს, 90+2 წუთზე გაიტანა – ივა საჯარიმოში ჩავიდა, ჩაწოდებულ ბურთზე ყველას აჯობა და თავით შეაგდო.
გელაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. სწორედ მის გამო დაინიშნა „სპეციას“ კარში პენალტი და სტუმრები დაწინაურდნენ.
გელაშვილს საკმაოდ კარგი, 7.4 ქულა დაუწერეს.
„სპეცია“ 17 ქულით აუტსაიდერთა ზონაშია.
ამასობაში გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიპში სადებიუტო გოლი გაიტანა. თუმცა, ეს გოლი მხოლოდ პრესტიჟისაა – „ბრისტოლმა“ „უოტფორდს“ 4:1 მოუგო.
„უოტფროდი“ მეორე ტაიმში ორბურთიანი სხვაობით აგებდა, როცა ჩაკვეტაძემ თანაგუნდელებს მატჩის შემოტრიალების საშუალება მისცა და 49-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა.
გიორგი შესვენების შემდეგ გამოჩნდა მოედანზე და სამ წუთში შეაგდო. მისი შეფასება 7.0-ია.
„უოტფორდი“ 34 ქულით მე-10 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings