დასახელდნენ ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე ცუდი მწვრთნელები.
ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მა 32 მწვრთნელი ჩამოწერა. ცუდების სათავეში ფრანკ დე ბური მოექცა. ნიდერლანდელი 2017 წელს სამი წლით მივიდა „კრისტალ პალასში“, მაგრამ 78 დღის შემდეგ გააგდეს 4 სასტარტო მატჩის წაგების გამო. მისმა გუნდმა ერთი გოლიც ვერ გაიტანა.
ტოპ-10 ცუდი მწვრთნელი პრემიერლიგაში:
- ფრანკ დე ბური („კრისტალ პალასი“)
- ნათან ჯონსი („საუთჰემპტონი“)
- ლეს რიდი („ჩარლტონი“)
- ხუანდე რამოსი („ტოტენჰემი“)
- ბრაიან ლოუსი („ბარნლი“)
- ბილი დევისი („დერბი ქაუნთი“)
- პოლ ჯუელი („დერბი ქაუნთი“)
- ტერი კონორი („ვულვერჰემპტონი“)
- სტივ უიგლი („საუთჰემპტონი“)
- ბობ ბრედლი („სუონსი“)
ფელიქს მაგათი („ფულჰემი“) მე-16 ადგილზე გავიდა, სლავიშა იოკანოვიჩი („ფულჰემი“) – 21-ზე, ტონი ადამსი („პორტსმუთი) – 22-ეა, პაოლო დი კანიო („სანდერლენდი“) – 23-ე, ფრენკ ლამპარდი („ჩელსი“, „ევერტონი“) – 26-ე, ლუის ფელიპე სკოლარი („ჩელსი“) – 30-ე, ოკე-გუნარ სულშერი („მანჩესტერი“) – 32-ე.
GIPHY App Key not set. Please check settings