საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება: ლევან მაისაშვილის ნაცვლად ბორჯღალოსნების მწვრთნელად 53 წლის ინგლისელი რიჩარდ კოკერილი დაინიშნება.
ინგლისელ სპეციალისტთან 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება 1+1+2 სისტემით.
53 წლის კოკერილის ოფიციალური წარდგენა უახლოეს პერიოდში – რაგბი ევროპის სუპერთასზე „შავი ლომისა“ და „თელავივ ჰითის“ ფინალურ შეხვედრამდე იგეგმება.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლევან მაისაშვილი წასვლის შემდეგ ეს თანამდებობა ვაკანტური იყო. რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას რამდენიმე სპეციალისტთან აწარმოებდა, რომელთაგან საბოლოოდ არჩევანი ინგლისელზე შეჩერდა.
GIPHY App Key not set. Please check settings