ხვიჩა კვარაცხელიამ კარგი მატჩი ჩაატარა და „ნაპოლის“ „კალიარის“ დამარცხებაში დაეხმარა (2:1). გადამწყვეტი გოლი ოსიმენის დიდი აქტიურობის შემდეგ ჩვენიანის ანგარიშზეა.
ეს ქართველის პირველი შედეგიანი მოქმედებაა ბოლო 5 მატჩში.
ნაპოლიმ კვარას გოლით მოიგო: ხვიჩას ყველაზე მაღალი ქულები დაუწერეს
იტალიის ჩემპიონატის 49 მატჩში ხვიჩამ 30 ქულა (17+13) მოაგროვა „გოლი + პასის“ სისტემით. 2004/05 წლების სეზონის შემდეგ 30 ან მეტი ქულა სერია ა-ს 50 მატჩში მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა მოაგროვა, რომლებიც კვარაცხელიაზე ახალგაზრდები იყვნენ. ესენი არიან დომენიკო ბერარდი (31 ქულა 42 მატჩში) და ალეშანდრო პატო (30 ქულა 45 მატჩში).
მიმდინარე სეზონში ქართველის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე პასია 15 შეხვედრაში.
GIPHY App Key not set. Please check settings