in

ვიდეო: მესამე ორმაგი დუბლი – ბითაძის 15 ქულა და 11 მოხსნა ბოსტონში

გოგა ბითაძემ მიმდინარე სეზონში მე-3 ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველი ცენტრის გუნდმა ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი ბოსტონში გამართა, სადაც სელტიქსთან 111:128 დამარცხდა. ბითაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მიმდინარე სეზონში მისთვის სარეკორდო 15 ქულა მიითვალა, რასაც 11 მოხსნა მოაყოლა და მისთვის სეზონის მე-3 ორმაგი დუბლი გაიფორმა.

აღსანიშნავია, რომ 15 მოხსნა და 11 ქულა ბითაძემ 16 ნოემბერსაც მოაგროვა, როცა ორლანდომ დაძაბულ ბრძოლაში ჩიკაგო 96:94 დაამარცხა. ამჯერად ორლანდოელებმა წააგეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეტოქე აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი ბოსტონი იყო.

ბითაძემ 26 წუთი ითამაშა და 8 ცდიდან 7, ხოლო 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. გოგამ მატჩში ყველაზე მეტი 11 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე) მიითვალა. ცუდი ისაა, რომ ბურთი 4-ჯერ დაკარგა და დაფარება არ ჰქონია. მის ანგარიშზე იყო ერთი შედეგიანი გადაცემაც.

ორლანდოს სასტარტოებიდან ყველამ ქულები 10 და 20-ს შორის მიითვალეს. რომელთაგან ყველაზე მეტი – 19 ჯალენ საგსს ჰქონდა, ხოლო ყველაზე ნაკლები, 13, ენტონი ბლექს. სწორედ საგსმა და ბითაძემ ჩააგდეს ორლანდოელთაგან თამაშიდან ყველაზე მეტი – 7-7 ბურთი.

16 მოგებითა და 8 მარცხით ორლანდომ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე ჩაინაცვლა. მორიგ მატჩს ორლანდო 18 დეკემბერს, ისევ ბოსტონში გამართავს.

8-მატჩიანი მოუგებელი სერია „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ შეწყვიტა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“. ტეხასელებმა შინ 125:115 გაიმარჯვეს.

მამუმ 2 წუთი ითამაშა და ერთი სამქულიანი ჩააგდო. 36 ქულით შეუჩერებელი იყო მისი თანაგუნდელი ვასელი. „ლეიკერსში“ 23 ქულითა და 14 პასით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესის 6 მაისური 7 803 000 დოლარად გაყიდეს: ლეო ამით თამაშობდა მუნდიალზე

ევროპაში ისტორია დაიწერა – პირველი გამარჯვება ჩელენჯ თასზე: შავმა ლომმა უელსში მოიგო