in

ბარსა ისევ ცქმუტავს, ინგლისელები ჯერ ხმაურიან ტრანსფერებს არ აკეთებენ – სატრანსფერო ამბები

„ვალენსია“ ცდილობს „იუვენტუსის“ ნახევარმცველ არტურის იჯარა შეათანხმოს.

“ტოტენჰემი” მზადაა ლო სელსო გაყიდოს 17 მლნ ფუნტად.

„მილანს“ სურს „ტოტენჰემის“ მცველი ტანგანგა იჯარით აიყვანოს გამოსყიდვის უფლებით.

„ვესტ ჰემს“ სურს პსჟ-ს მცველი დიალო წაიყვანოს.

„რომა“ უფასოდ აიყვანს იჯარით ვეინალდუმს პსჟ-დან. გამოსყიდვა სავალდებულო გახდება, თუ ფეხბურთელი მატჩების 50%-ს ჩაატარებს, ხოლო კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება.

„ბაიერნმა“ 16 წლის მცველი აზნუ გაიფორმა „ბარსელონადან“.

„ევერტონი“ 19-20 მლნ ფუნტად ყიდულობს „ბარნლის“ ჰავბეკ მაკნილს.

„ბარსელონამ“ შესაძლოა ტერ შტეგენი გაყიდოს ახალწვეულების დასარეგისტრირებლად, რადგან დე იონგს წასვლა არ სურს.

„ჩელსი“ მზად არის მიყიდოს ზიეში „მილანს 8.4 მლნ ფუნტად. ფეხბურთელი ხელფასის დაკლებას უნდა დათანხმდეს.

„კრისტალ პალასმა“ „ბაიერნისგან“ მცველი რიჩარდსი იყიდა. კონტრაქტი 5-წლიანია.

„ბარსას“, „მანჩესტერსა“ და „მონაკოს“ აინტერესებთ მექსიკის ნაკრების 21 წლის მეკარე ოჩოა.

„სიტიმ“ შესაძლოა „ლიონის“ ნახევარმცველი პაკეტა იყიდოს თუ ბერნარდო სილვა წავა.

„სიტიმ“ ასევ შეიძლება გაიფორმოს „ბენფიკას“ მცველი გრიმალდო თუ კუკურელიას ვარიანტი არ გამოვა.

ადრიენ რაბიომ შესაძლოა კარიერა „ევერტონში“ გააგრძელოს.

„ბარსელონა“ ასპილიკუეტას მისი აყვანის სურვილი დაუდასტურა. „ჩელსისთან“ მოლაპარაკებები გრძელდება.

„ჩელსის“ აინტერესებს „ლესტერის“ მცველი ფოფანა. მას მინიმუმ 70 მლნ ფუნტად აფასებენ.

„მანჩესტერმა“ და ლისანდრო მარტინესმა 2027 წლამდე კონტრაქტი გააფორმეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლის რონალდო უნდა: კლუბი მას მარადონას დონის ლეგენდად აქცევს

ლოსანო თუ წავიდა: ხვიჩას პარტნიორ-კონკურენტს 2 წინადადება აქვს