„მანჩესტერ იუნაიტედში“ ცვლილებებია მოსალოდნელი. იყიდება კლუბის აქციები და გაჭიანურებული მოლაპარაკებები იქით მიდის, რომ დაახლოებით 25%-ის მფლობელი ჯიმ რეტკლიფი უნდა გახდეს. შესაძლო თანამფლობელს კი აქვს იდეა, რომ გუნდს მეკარე სჭირდება, რადგან ახალმიყვანილმა ანდრე ონანამ ვერ გაამართლა, რომელსაც საოცარი შეცდომების გამო ბავშვივით დასცინიან კიდეც.
ონანას შემცვლელად კი „ვალენსიას“ ახალგაზრდა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მიაჩნიათ. „მანჩესტერი“ მომდევნო ზაფხულს მეკარის საკითხს ძალიან სერიოზულად მოეკიდება.
მამარდაშვილით კი კიდევ ერთი ინგლისური გუნდი „ნიუკასლია“ დაინტერესებული. ისმის „ჩელსის“ ვარიანტიც.
GIPHY App Key not set. Please check settings