in

სამხრეთ ამერიკა მსოფლიოსთვის გაერთიანდა: 4 ქვეყანა მუნდიალის მასპინძლობას აპირებს

ურუგვაი, არგენტინა, ჩილე და პარაგვაი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივ განაცხადს შეიტანენ.

ამის შესახებ ურუგვაის საფეხბურთო ასოციაციამ აცნობა. სამხრეთამერიკული ქვეყნები ოფიციალურ განაცხადს 2 აგვისტოს შეიტანენ.

ოკეანისგაღმელების ერთობლივ განაცხადს კონკურენციას გაუწევს ესპანეთისა და პორტუგალიის თანამშრომლობა.

ადრე იმაზეც იყო საუბარი, რომ 2030 წლის მუნდიალის მიღება სხვა სამხრეთამერიკული ქვეყნების სამეულს – ეკვადორს, კოლუმბიასა და პერუს სურდათ.

ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1930 წელს ურუგვაიში ჩატარდა, ხოლო 1978 წელს მუნდიალს არგენტინამ უმასპინძლა. 1962 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ჩილეში გაიმართა.

ურუგვაის იმედი აქვს, რომ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფიფა არჩევანს სწორედ ამ ქვეყანაზე გააკეთებს. თავდაპირველად ურუგვაიმ არგენტინასთან ერთად მოისურვა 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლაშა კვიპროსში ქართველებთან მივიდა: დვალი აპოელში, ებრალიძე ანორთოსისში

ნაპოლის რონალდო უნდა: კლუბი მას მარადონას დონის ლეგენდად აქცევს