in

ნიუკასლი პრემიერლიგის გუნდებს “ძალიან საინტერესო” მეკარისთვის შეებრძოლება: ეს მეკარე მამარდაა

„ნიუკასლი“ შეევდება პრემიერლიგელ კონკურენტებს გიორგი მამარდაშვილისთვის ბრძოლა მოუგოს – ინფორმაციას Footballfancast ავრცელებს.

„„ნიუკასლი“ ორ პრემიერლიგელ კონკურენტთან ძალიან საინტერესო მეკარის გადაბირებისთვის იბრძვის, რომელიც თავის პოზიციაზე უდიდეს ტალანტად მიიჩნევა. გუნდს თამაში გადატვირთული გრაფიკით უწევს. ამას გარდა, ტრავმების გამო აგვისტოს შემდეგ ძირითადი შემადგენლობის ბევრი ფეხბურთელი ვერ თამაშობს. ეს სხვადასხვა შეჯიბრებებში როტაციას ართულებს. სეზონის ყველაზე სერიოზული დანაკლისია, ალბათ, მეკარე ნიკ პოუპის ტრავმაა, რომელსაც მხრის სერიოზული პრობლემა აქვს და მოსალოდნელია, რომ რამდენიმე თვე მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. მისმა შემცვლელმა, მარტინ დუბრავკამ კი „ტოტენჰემთან“ კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. აქედან გამომდინარე, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი მეკარის მოყვანა აუცილებელია.

თავიდან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მეკარის, დავიდ დე ხეას დამატება სურდათ, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია. ასევე „კრისტალ პალასის“ ყოფილი წევრის, სემ ჯონსტონის ვარიანტიც განიხილება. ახლა კი სიას კიდევ ერთი სახელი დაემატა – ბოლო ინფორმაციით, კლუბი „ვალენსიის“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენით არის დაინტერესებული.

„კაჭკაჭების“ („ნიუკასლის“ მეტსახელი) გარდა, 23 წლის ფეხბურთელით პრემიერლიგის კიდევ ორი კლუბია დაინტერესებულია – „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“. მამარდაშვილი შეიძლება იყოს ზუსტად ის მეკარე, ვისაც „ნიუკასლი“ ეძებს, რადგან ქართველს მაღალი რეიტინგი აქვს და კარიერის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინ აქვს. საქართველოს ნაკრების მეკარემ ამ სეზონში ესპანურ ლა ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა და ორჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამას გარდა, მან 14-ჯერ ითამაშა საქართველოს ნაკრებში, რაც აჩვენებს, რომ ის საერთაშორისო დონეზეც მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

წარსულში ესპანეთის ნაკრებისა და „ვალენსიის“ ლეგენდარული მეკარე, სანტიაგო კანისარესი მასზე ამბობს: „მამარდაშვილი შესანიშნავი, ძალიან მაღალი დონის მეკარეა. გარდა ამისა, საკმაოდ ახალგაზრდაა. მეკარეები კი წლიდან წლამდე იხვეწებიან. ვერ გეტყვით, საბოლოოდ რა დონეს მიაღწევს, მაგრამ ნებისმიერი ევროპული კლუბისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო სატრანსფერო სამიზნე გახდეს“.

მამარდაშვილისთვის პრემიერლიგაში თამაში ძალიან საინტერესოა, ხოლო „ნიუკასლში“ შეიძლება პირველი ნომერი გახდეს, სადაც პოუპი ტრავმის გამო ვერ თამაშობს, ხოლო დუბრავკა კლასით დაბლა დგას“, – წერს გამოცემა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონთა ლიგაზე გუშინ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ითამაშეს: ახალი სეზონიდან ახალი ფორმატი იქნება

ვიდეო: შენგელია ბასკონიაში გამარჯვებით დაბრუნდა და MVP გახდა