in

ფიფას სამი ნომინანტი: ვინ გახდება წლის მწვრთნელი

ფიფამ 2023 წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზის სამი ნომინანტი დაასახელა.

The Best-ის შორტ-ლისტში არიან პეპ გვარდიოლა („სიტი“), სიმონე ინძაგი („ინტერი“) და ლუჩანო სპალეტი („ნაპოლი“).

ბრძოლას გამოეთიშნენ ენჯ პოსტეკოღუ („სელტიკი“/“ტოტენჰემი“) და ჩავი („ბარსელონა“).

2022/23 წლების სეზონში გვარდიოლამ ტრებლი მოიგო – ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა და ინგლისის თასი.

ინძაგიმ „ინტერს“ იტალიის თასი ააღებინა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

სპალეტიმ კი მოგეხსენებათ სერია ა მოიგო „ნაპოლისთან“ ერთად და იტალიაში წლის მწვრთნელად აღიარეს.

გამარჯვებულს დაჯილდოების ცერემონიაზე 15 იანვარს გამოაცხადებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი პარიზში, ნაცნობ არენაზე: სად და როდის გვიწევს თამაშები

ჩემპიონთა ლიგაზე გუშინ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ითამაშეს: ახალი სეზონიდან ახალი ფორმატი იქნება