in

მიხარია, რომ აქ დავბრუნდი: შოთამ კარაგუმრუქი უკვე ავარჯიშა

შოთა არველაძე “ფატიჰ კარაგუმრუქის” მთავარი მწვრთნელია. ამის შესახებ ინფორმაცია ვეტერანმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ 50 წლის ქართველი სპეციალისტი ბოლოს (2022 წლის 27 იანვრიდან 2022 წლის 30 სექტემბრამდე) ინგლისის ჩემპიონშიფის „ჰალ სიტის“ ავარჯიშებდა.

2023 წლის 11 დეკემბერს „ფატიჰ კარაგუმრუქმა“ გამოაცხადა, რომ ქართველ მწვრთნელთან პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდა, მეორე დღეს კი შოთა არველაძემ გუნდი პირველად ავარჯიშა.

“მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმეს იმ გუნდში დავუბრუნდი, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია და ვიცი, რისი მიღწევა სურს. მინდა მადლობა ვუთხრა კარაგუმრუქის პრეზიდენტს, სულეიმან ჰურმას ნდობისთვის და რთულ მომენტში ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამ კლუბმა უკანასკნელ 3-4 წელიწადში დიდი გზა გაიარა თურქეთის სუპერლიგამდე და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით მას კიდევ უფრო წარმატებულს გავხდით. გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე ჩავატარე და ვემზადებით უახლოესი მატჩისთვის. ველოდები გულშემატკივართან შეხვედრას და იმედი მაქვს, მათ გახარებას მოვახერხებთ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველა გარკვეულია, წილისყრაა 18-შია, ნაპოლის სოსიედადი უნდა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი პარიზში, ნაცნობ არენაზე: სად და როდის გვიწევს თამაშები