ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და პლეი ოფის ყველა, 16-ვე მონაწილე გაირკვა. მათ შორის ორი „ქართული“ გუნდია – „ნაპოლი“ და ძალიან მოულოდნელად „კოპენჰაგენი“.
18 დეკემბერს წილისყრაა და გუნდებიც დაწყვილდებიან. მერვედფინალში გუნდები განთესილები და განუთესავები არიან:
განთესილები
სიტი
ბაიერნი
სოსიედადი
რეალი
დორტმუნდი
ატლეტიკო
ბარსელონა
არსენალი
განუთესავები
ლაიპციგი
ინტერი
ლაციო
ეინდჰოვენი
კოპენჰაგენი
ნაპოლი
პორტო
პსჟ
განთესილები შეხვდებიან განუთესავებს, ოღონდ ვერ დაწყვილდებიან ერთი ლიგის გუნდები. მაგრამ ახლა ისე დაემთხვა, რომ მხოლოდ “ბაიერნი” ვერ შეხვდება “ლაიპციგს”. ცხადია, ვერ დაწყვილდებიან გუნდები, რომლებიც ერთმანეთს უკვე შეხვდნენ ჯგუფურ ეტაპზე.
ნეაპოლელი გულშემატკივრები ამბობენ, რომ ყველაზე მეტად „სოსიედადი“ სურთ.
1/8 ფინალის პირველი მატჩები 13/14 და 20/21 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო – 5/6 და 12/13 მარტს.
GIPHY App Key not set. Please check settings