საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელის პრიზის საფინალო ნომინანტები ცნობილია.
აფრიკის კონფედერაციამ (CAF) გამოაცხადა სამეულში მოხვედრილი ფეხბურთელების სახელები.
ესენი არიან მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“, ეგვიპტე), ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“, ნიგერია) და აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო).
საუკეთესო მეკარის პრიზისთვის იბრძოლებენ ანდრე ონანა („მანჩესტერი“, კამერუნი), იასინ ბუნო („ალ ჰილალი, მაროკო) და მოჰამედ ელ-შენავი („ალ აჰლი ქაირო“, ეგვიპტე).
საუკეთესო მწვრთნელი შეიძლება გახდეს ვალიდ რეგარი (მაროკოს ნაკრები), ალიუ სისე (სენეგალის ნაკრები) და ან აბდელხაკ ბენშიხა („სიმბა“, ალჟირი).
საუკეთესო გუნდზე წარდგენილი არიან: გამბია, მაროკო, სენეგალი.
დაჯილდოების ცერემონია 11 დეკემბერს მარაკეშში გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings