in

ევროზე მაღალტექნოლოგიური ბურთებით ითამაშებენ: ის დაადგენს იყო თუ არა თამაშგარე ან ხელით თამაში

ევრო 2024-ზე „ადიდასის“ მაღალტექნოლოგიურ ბურთებს გამოიყენებენ.

მასში ჩაამონტაჟებენ მიკროჩიპს, რომელიც დაეხმარება იმის განსაზღვრაში იყო თუ რა ხელით თამაში საგოლე შეტევის დროს.

მიკროსქემა ფეხბურთელის სხეულის სამგანზომილებიან გამოსახულებას შექმნის და აჩვენებს ზუსტად სად მოხვდა ბურთი.

მსაჯებმა, რომლებმაც უკვე ნახეს ახალი სისტემა, აცნობეს, რომ სიზუსტის ხარისხმა მათზე შთაბეჭდილება მოახდინა.

ასევე მიკროჩიპი დააფიქსირებს ბურთზე დარტყმის ზუსტ დროს, რაც მსაჯებს თამაშგარე მდგომარეობის დადგენაში დაეხმარება.

ჯერ უცნობია, ამ ტექნოლოგიას გამოიყენებენ თუ არა ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანური 2000-იანების საუკეთესო რონალდინიოა

ინგლისი და საფრანგეთი ევროს მთავარი ფავორიტები არიან: გერმანიაც წამოსწიეს – რამდენია საქართველოს შანსი