in

უნდა შეცვალონ თუ არა კვარა? რას წერენ და როგორ აფასებენ ხვიჩას იტალიაში

NAPLES, ITALY - DECEMBER 03: Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli battles for possession with Denzel Dumfries of FC Internazionale during the Serie A TIM match between SSC Napoli and FC Internazionale at Stadio Diego Armando Maradona on December 03, 2023 in Naples, Italy. (Photo by Francesco Pecoraro/Getty Images)

„ნაპოლიმ“ ჩემპიონატში ლიდერ „ინტერთან“ შინ უშანსოდ წააგო 0:3 და ეს ამბავი შეფასების გარეშე ვერ დარჩენოდა.

„ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ პრესკონფერენციაზე კლუბის სპორტული დირექტორი მაურო მელუზო გაუშვა, რომელსაც პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უთხრა, რომ მიკერძოებული მსაჯობის გამო წააგეს.

ჩვენ ხვიჩას ამბები მოვიკითხოთ.

Tuttonapoli წერს, რომ მარიო რუისა და ზელინსკის დახმარების გარეშე კვარაცხელია ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორც ეული უდაბნოში.

„პარმას“ ყოფილი სპორტული დირექტორი და საფეხბურთო აგენტი ენრიკო ფედელე ამბობს, რომ გულშემატკივრების მოტყუება არ შეიძლება, გუნდი სკუდეტოსთვის ბრძოლას გამოეთიშა და მხოლოდ ოთხეულისთის თუ იბრძოლებს.

„უნდა შეცვალონ თუ არა კვარა? არავითარ შემთხვევაში. ის კარგად არ თამაშობს, მაგრამ მისი შემცვლელი არ ჰყავთ. ჩემი აზრით, 20 მეტრით წინ უნდა გამოიყენონ და უკან სირბილი არ უნდა მოუწიოს. ხანდახან ჯიუტობს, თუმცა ერთ-ერთი იშვიათთაგანია, ვინც კარში ურტყამს. ხვიჩას მოქმედების დიაპაზონი წინ გაფართოებას საჭიროებს“, – აღნიშნა ენრიკო ფედელემ.

მატჩს გამოეხმაურა ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბიო კარეზა. მისი აზრით, სერია ა-ს მცველებმა კვარაცხელიას თამაში შეისწავლეს და ქართველი ძველებურად ვეღარ ბრწყინავს.

მატჩის შემდეგ „ინტერის“ ნახევარმცველმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ ისაუბრა.
თურქმა ნახევარმცველმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ქართველი ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ „მთელი მატჩის განმავლობაში არც ერთ მათგანს ერთი-ერთზე თამაშის საშუალება არ მივეცით“.

მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში მილანელთა განაპირა მცველი დენზელ დუმფრისი „ნაპოლის“ ფეხბურთელთან შეჯახების შემდეგ წაიქცა, ნიდერლანდელმა გონება დაკარგა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი ამის შესახებ მსაჯს მაშინვე აცნობა და სამედიცინო შტაბს დახმარება სთხოვა.
როგორც აღმოჩნდა, დუმფრისის დაზიანება სერიოზული არაა, ხვიჩას საქციელზე კი იტალიაში ბევრს საუბრობენ… ცხადია დადებითად.

ამასობაში ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიას „ჩელსიში“ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
ირკვევა, რომ ლონდონელებს არანაირი მოლაპარაკება არ აქვთ. „ჩელსიში“ მიხაილო მუდრიკის ეიმედებათ და მიაჩნიათ, რომ უკრაინელი მომავალში გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოში სეზონი შეაჯამეს და ჯილდოები ჩამოარიგეს: ვინ არიან საუკეთესოები

ესპანური 2000-იანების საუკეთესო რონალდინიოა