in

ხვიჩას გოლი წლის გოლია: ქართველი იტალიაში ერთხელაც გამოარჩიეს და სეზონის სიმბოლურშიც შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „ატალანტას“ კარში სერია ა-ში 2023 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.

მილანში წლის ტრადიციული დაჯილდოება გაიმართა და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინეს.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ გასულ სეზონში, 26-ე ტურში, 11 მარტს „ატალანტას“ შესანიშნავი გოლი გაუტანა, რომელიც ჯერ ტურის, შემდეგ თვის, ახლა კი წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.

ქართველს პრიზი ფაბიო კვალერიალამ გადასცა. კვარამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ხმა მისცა, თქვა, რომ მხოლოდ მატჩის შემდეგ მიხვდა, როგორი ლამაზი გოლი გამოუვიდა და უკეთესის გატანას შეეცდება.

ასევე შეადგინეს სეზონის სიმბოლური ნაკრები. 4-3-3 სისტემაში ბუნებრივია ასგილი კვარაცხელიასთისაც მოიძებნა.

სიმბოლური ნაკრები: მაიკ მენიანი (მილანი) – ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), მინ-ჯე კიმი (ნაპოლი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), თეო ერნანდესი (მილანი) – სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ნიკოლო ბარელა (ინტერი) – ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), რაფაელ ლეაო (მილანი).

დაჯილდოებაზე ყურადღების ცენტრში მოექცა ქართველი ფეხბურთელისა და მისი ყოფილი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის თბილი შეხვედრა. ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიცი რა შემიძლია და რა არა: რა გეგმები აქვს მესის

იტალიაში საუკეთესოები დაასახელეს: პრიზები ნეაპოლში წავიდა