in

ზურიკოს ბორდომ ისევ წააგო, ქოჩორაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა – ლეგიონერები

ქართველ ლეგიონერებს შაბათს თავი დიდად არ გამოუჩენიათ და სათქმელიც ბევრი არაფერია. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი მათგანი ტრავმირებულია (ჩაკვეტაძე, შენგელია), ხოლო სიგუას დისკვალიფიკაცია აქვს.

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ საფრანგეთის ლიგა 2-ის ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ტრუას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 63 წუთი ითამაშა. მისი შეფასება 6.5-ია.
16 ტურის შემდეგ „ბორდო“ 18 ქულით მე-15 ადგილზეა.

საუდის არაბეთში, ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ, რომლის “ალ ახდუდმა 1:0 მოუგო „ალ ეტიფაქს“. ქართველი მცველის შეფასებაა 6.8).

თურქეთში, გიორგი აბურჯანიას „ჰათაისფორმა“ შინ უხვგოლიანი ფრე ითამაშა „ანთალიასფორსთან“ – 3:3. აბურჯანიამ 74-ე წუთიდან ითამაშა.

სერია B-ში, „პიზა“- „კრემონეზე“ 0:0 დასრულდა, ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგო იყო.
ითამაშა, ოღონდ ცოტა ივა გელაშვილმა. მისი „სპეცია“ შინ 0:1 დამარცხდა „პარმასთან“. ჩვენიანი მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა.

სერია A-ში კი, „ფროზინონემ“ გასვლაზე 1:3 წააგო „მილანთან“, გიორგი კვერნაძე სათადარიგო იყო.

პოლონეთში, ნიკა კვეკვესკირის „ლეხმა“ სტუმრად 1:0 მოუგო „კორონას“. კვეკვესკირმა მე-60 წუთიდან ითამაშა და 6.2 მიიღო.

ლა ლიგა 2-ში, გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ „ვალიადოლიდს“ 2:1 სძლია. ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, შეფასება 6.7. გიორგიმ 83-ე წუთზე 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა (მეკარემ მოიგერია), ხოლო მატჩის ბოლო ყვითელი ბარათი მიიღო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ორლანდო მეათეზე გააჩერეს: ბითაძე 3 ქულას დასჯერდა

ევროპის ჩემპიონატის ფავორიტები წილისყრის შემდეგ: საფრანგეთი პირველზე დარჩა