ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს ფინეთთან შეხვედრებში, ნატურალიზირებულ მოთამაშეთა სიმრავლის გამო, წაგება 0:5 ჩაუთვალეს.
უეფა-მ მიიღო ფინეთის ფეხბურთის ასოციაციის პროტესტი.
ნაკრებმა საქართველოს წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები 7 და 11 ოქტომბერს ითამაშა. თბილისში 5:2 მოვიგეთ. ქალაქ ტურკუში გამართული შეხვედრა კი ფრედ, 3:3 დასრულდა.
მატჩების შემდეგ ფინეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-ში სარჩელი შეიტანა საქართველოს ნაკრების იმ ფეხბურთელებთან დაკავშირებით, რომლებსაც თამაშის უფლება არ ჰქონდათ. ფინეთმა ასევე გააპროტესტა სომხეთის ნაკრებში უცხოელთა გადამეტებული რაოდენობა.
უეფა-მ ფინეთის სასარგებლოდ საქართველოსთან მატჩებზე გადაწყვეტილებებიც გამოაქვეყნა. ორივე შეხვედრაში მოგება ფინეთს ჩაეთვალა ანგარიშით 5:0.
გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ცვლის სატურნირი მდგომარეობას.
ფინეთი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილზე გადავიდა.
ელიტრაუნდი 15 და 20 დეკემბერს დასრულდება. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ ელიტრაუნდის ხუთი ჯგუფის გამარჯვებულები გადიან. ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი კი 2024 წლის აპრილში მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში ორ შეხვედრას ითამაშებს და მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ორი საგზურის მფლობელს გაარკვევს. ფინალური ეტაპი უზბეკეთში 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
უეფას სადისციპლინო და ეთიკის კომიტეტმა ფინეთის გარდა პორტუგალიის ფედერაციის სარჩელი განიხილა და სომხეთისა და რუმინეთის ნაკრებებიც 0:5 წაგებით დასაჯა იმავე მიზეზის გამო.
8 ბრაზილიელი მოთამაშე გამოდიოდა ქართული პასპორტით, ხოლო 7 ბრაზილიელი და 2 რუსი – სომხეთის სახელით.
გამეორების შემთხვევაში, ფედერაცია 5 ათასი ევროთი დაჯარიმდება.
GIPHY App Key not set. Please check settings