in

12 ცნობილია: ნაპოლი ახლოსაა

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური დასრულდა და ცნობილია მერვედფინალის 12 მონაწილე:
„ატლეტიკო“, „ბარსელონა“, „რეალი“, „სოსიედადი“, „ბაიერნი“, „დორტმუნდი“, „ლაიპციგი“, „ინტერი“, „ლაციო“, „სიტი“, „არსენალი“, „ეინდჰოვენი“.

საოცარი მატჩი იყო სტამბოლში, სადაც „გალათასარაიმ“ მაინც არ წააგო „მანჩესტერთან“, ჯგუფიდან გასვლის შანსი ორივემ შეინარჩუნა. „ინტერმა“ კი სამი ბურთი ამოუქაჩა სტუმრად „ბენფიკას“, ხოლო „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგისთვის შეუფერებელი ანგარიშით შეარცხვინა ფრანგული გუნდი.

აღსანიშნავია, პსვ-ს თამაში: ნიდერლანდურმა გუნდმა “სევილიას” სტუმრად 0:2- დან მოუგო და ჯგუფიდან გავიდა.

“ნაპოლი” კი ბოლო ტურის წინ 3 ქულით უსწრებს “ბრაგას” და სწორედ მას უმასპინძლებს შინ 12 დეკემბერს.

A ჯგუფი

გალათასარაი – მანჩესტერი 3:3
გოლები: 0:1 გარნაჩო (11. ბრუნო ფერნანდეშის პასით), 0:2 ბრუნო ფერნანდეში (18. შოუს პასი), 1:2 ზიეში (29), 1:3 მაკტომინი (55. ვან-ბისაკას პასით), 2:3 ზიეში (62), 3:3 აქთურქოღლუ (71. ზიეშის პასით)

ბაიერნი – კოპენჰაგენი 0:0

“მანჩესტერ იუნაიტედმა” მიმდინარე სეზონის 20 მატჩში, ყველა ტურნირის ჩათვლით, 33 გოლი გაუშვა. უარესი მაჩვენებელი (43) “წითელ ეშმაკებს” მხოლოდ 1962/63 წლების სეზონში ჰქონდათ.

ჰაკიმ ზიეში მესამე ფეხბურთელი გახდა 2003/04 წლების სეზონის შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 2 გოლი გაიტანა პირდაპირი საჯარიმო დარტყმით. მანამდე ეს კრიშტიანო რონალდომ (“ციურიხთან”, 2009 წლის სექტემბერში) და ნეიმარმა (“ცრვენა ზვეზდასთან”, 2018 წლის ოქტომბერში) მოახერხეს.

“მანჩესტერმა” 14 გოლი გაუშვა ლიგაზე. ეს კლუბის ანტირეკორდია ჯგუფურ ეტაპზე.

მარტო “ანტვერპენმა” გაუშვა “მანჩესტერზე” მეტი 5 ტურში. “სელტიკსაც” 14 გაშვებული აქვს, როგორც “იუნაიტედს”.

“მანჩესტერი” პლეი-ოფში გავა თუ ბოლო ტურში “ბაიერნს” მოუგებს, ხოლო “გალათასარაი” და “კოპენჰაგენი” ფრედ ითამაშებენ.

“ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ზედიზედ 39 მატჩია არ აგებს. კლუბმა ამით რეკორდი განაახლა. გამარჯვებების სერია მე-17 თამაშშზე შეწყდა.

B ჯგუფი

სევილია – პსვ 2:3
გოლები: 1:0 სერხიო რამოსი (24. რაკიტიჩის პასით), 2:0 ენ ნესირი (47. აკუნიას პასით), 2:1 ზაიბარი (68. დესტის პასით), 2:2 გუდელი (82-საკ. კარში), 2:3 პეპი (90+2. ვერტეესენის პასით)
გაძევება: ოკამპოსი (66)

არსენალი – ლანსი 6:0
გოლები: 1:0 ჰავერტცი (13. გაბრიელ ჟეზუშის პასით), 2:0 გაბრიელ ჟეზუში (21. საკას პასით), 3:0 საკა (23. მარტინელის პასით), 4:0 მარტინელი (27. ტომიასუს პასით), 5:0 ოდეგორი (45+1. ტომიასუს პასით), 6:0 ჟორჟინიო (86-პენ)

სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-10 000 გოლი გაიტანა. ტურნირის პირველი გოლიდან (1992), რომელიც “ბრიუგეს” ნიგერიელმა ფორვარდმა დანიელ ამოკაჩიმ გაიტანა, 31 წელი და 4 დღე გავიდა.

“არსენალის” გამარჯვება (6:0) “ლანსთან” არის ინგლისური კლუბის მიერ ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული მატჩი საფრანგეთის წარმომადგენელთან ევროტურნირების ისტორიაში.

“არსენალი” არის პირველი ინგლისური კლუბი, ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩის პირველ ტაიმში 5 გოლი (და მეტი) გაუტანა მოწინააღმდეგეს.

“არსენალმა” “ლანსთან” მატჩში პირველი 4 გოლი 27 წუთში გაიტანა – ეს არის ყველაზე სწრაფი “პოკერი” 1998 წლის (“მანჩესტერ იუნაიტედი”-“ბრონდბიუ”) ნოემბრის შემდეგ.

ბუკაიო საკა (“არსენალი”) 2003/04 წლების სეზონის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, ვინც ზედიზედ 3 მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა. მანამდე, მსგავსი მიღწევა ჰქონდათ ქარიმ ბენზემასა (2011/12 – 4 მატჩი) და ლუის სუარესს (2015/16 – 3 მატჩი).

C ჯგუფი

რეალი – ნაპოლი 4:2
გოლები: 0:1 სიმეონე (9. დი ლორენცოს პასით), 1:1 როდრიგო (11. ბრაჰიმ დიასის პასით), 2:1 ბელინგემი (22. ალაბას პასით), 2:2 ანგისა (47), 3:2 პასი (84), 4:2 ხოსელუ (90+4. ბელინგემის პასით)

რეალი: ლუნინი – კარვახალი, რიუდიგერი, ალაბა, ფ. მენდი (87. ნაჩო ფერნანდესი) – სებალიოსი (57. ხოსელუ), ვალვერდე, კროოსი, ბელინგემი – როდრიგო (87. ლუკას ვასკესი), ბრაჰიმ დიასი (65. პასი)

ნაპოლი: მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, ნატანი, ჟუან ჟეზუში (87. ძანოლი) – ანგისა, ლობოტკა (87. რასპადორი), ჟელინსკი (65. ელმასი) – კვარაცხელია, პოლიტანო (78. კაიუსტე), სიმეონე (46. ოსიმენი)

ბრაგა – უნიონი 1:1
გოლები: 0:1 გოსენსი (42. რუსილონის პასით), 1:1 ჯალო (51. რ. ორტას პასით)

ბელინგემი – “რეალის” პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ 4 მატჩში გაიტანა. ჯუდმა ტურნირზე 21 წლამდე 10 გოლი გაიტანა. ასეთი რამ ბენზემას, მბაპეს და ჰოლანდსაც გაუკეთებიათ.

D ჯგუფი

ბენფიკა – ინტერი 3:3
გოლები: 1:0 ჟოაო მარიო (5. ტენგსტედტის პასით), 2:0 ჟოაო მარიო (13), 3:0 ჟოაო მარიო (34. ტენგსტედტის პასით), 3:1 არნაუტოვიჩი (51. ბისეკის პასით), 3:2 ფრატეზი (58. აჩერბის პასით), 3:3 ალექსის სანჩესი (72-პენ)

სოსიედადი-ზალცბურგი 0:0

“ინტერმა” ჩემპიონთა ლიგის მატჩში პირველად შეძლო წაგების თავიდან არიდება, მიუხედავად იმისა, რომ 0:3-ს აგებდა.

მარკო არნაუტოვიჩმა (“ინტერი”) პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაში 4740 დღის შემდეგ. ავსტრიელმა ფორვარდმა წინა გოლი 2010 წლის დეკემბერში თავის დღევანდელ კლუბს გაუტანა, როცა “ვერდერის” ღირსებას იცავდა.

ჟოაო მარიო (“ბენფიკა”) მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, ვინც “ინტერთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. პირველად ეს გარეთ ბეილმა (“ტოტენჰემი”) მოახერხა 2010 წლის 20 ოქტომბერს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ბითაძის 8 ქულა, 7 მოხსნა და ზედიზედ მე-8 მოგება

კვარა რეალთან: როგორ ითამაშა და რა დაუწერეს