in

რაგბი ევროპა 8-გუნდიანი ხდება: რუსეთი მოაშორეს

რაგბი ევროპის ჩემპიონატი (ყოფილი ევროპის ერთა თასი), რომელზეც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ასპარეზობს, 2023 წლიდან 8-გუნდიანი ხდება (აქამდე 6 გუნდი მონაწილეობდა). ინფორმაცია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა, რაგბი ევროპის გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ჩემპიონატის პირველ დივიზიონს ალაფის გამარჯვებული ბელგია დაემატება. ასევე, უძლიერეს გუნდებთან ითამაშებს ალაფის (მეორე დივიზიონი) მეორეადგილოსანი პოლონეთი. გერმანია, რომელიც ალაფაზე მესამე ადგილზე გავიდა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ დივიზიონს მაინც დაემატება, რადგან რუსეთის ნაკრები, გასაგები მიზეზების გამო, ტურნირიდან მოიხსნა.

რაც შეეხება გათამაშების ფორმატს: შედგება 2 ოთხგუნდიანი ჯგუფი. Პირველ-მეორე ადგილოსნები ნახევარფინალში გავლენ და შემდეგ ბუნებრივია გამარჯვებულები ფინალში შეხვდებიან.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო 15 გათამაშებიდან 13 მოიგო, სულ კი 14-ჯერ გავიმარჯვეთ ამ ტურნირზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაინც გიორგი: მამარდაშვილი გატუზოსთან ერთად ძლიერდება და ქართველი ისევ ძირითადი მეკარეა

ვიდეო: კვარაცხელიამ ნაპოლის ახალი ფორმა წარადგინა – რა ღირს ხვიჩას ახალი მაისური