ჩემპიონთა ლიგაზე მე-5 ტურის პირველი სათამაშო დღის შემდეგ კიდევ 4 გუნდი გაირკვა, რომლებიც 1/8 ფინალში გავიდნენ: – “დორტმუნდი”, “ლაციო”, “ატლეტიკო” და “ბარსელონა”. გავიხსენოთ, რომ მანამდე, ფლეი-ოფის საგზური მოპოვებული ჰქონდათ – „სიტის”, “ლაიპციგს”, “ბაიერნს”, “ინტერს”, “სოსიედადსა” და “რეალს”.
E ჯგუფი
ლაციო – სელტიკი 2:0
გოლები: 1:0 იმობილე (82), 2:0 იმობილე (85)
ფეიენოორდი – ატლეტიკო 1:3
გოლები: 0:1 გერტრუიდა (14-საკ. კარში), 0:2 ერმოსო (57), 1:2 ვიფერი (77), 1:3 ხიმენესი (81-საკ. კარში)
ლუკა ტონის შემდეგ (“სპორტინგი”, 2009 წლის თებერვალი) ჩირო იმობილე (“ლაციო”) გახდა პირველი იტალიელი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის მატჩის (ფლეი-ოფების ჩათვლით) ბოლო ათ წუთში 2 გოლი გაიტანა.
“ატლეტიკომ” ბოლო 7 საჩემპიონთალიგო მატჩიდან თითოეულში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც (სულ – 16). ეს “როხიბლანკოს” საუკეთესო სერიაა 2016 წლის ნოემბრის შემდეგ.
F ჯგუფი
მილანი – დორტმუნდი 1:3
გოლები: 0:1 როისი (10-პენ), 1:1 ჩუკვუეზე (37), 1:2 ბაინო-გიტენსი (59), 1:3 ადეიემი (69)
პსჟ – ნიუკასლი 1:1
გოლები: 0:1 ისაკი (24), 1:1 მბაპე (90-პენ)
“მილანმა” 21-ე საუკუნეში 17-დან მხოლოდ 3 ოფიციალური მატჩი წააგო გერმანულ კლუბებთან – სამი მარცხი “როსონერიმ” “დორტმუნდისგან” განიცადა.
G ჯგუფი
სიტი – ლაიპციგი 3:2
გოლები: 0:1 ოპენდა (13), 0:2 ოპენდა (33), 1:2 ჰოლანდი (54), 2:2 ფოდენი (70), 3:2 ალვარესი (87)
იანგ ბოიზი – ცრვენა ზვეზდა 2:0
გოლები: 1:0 ნედელკოვიჩი (8-საკ. კარში), 2:0 ბლუმი (29)
“სიტიმ” ლიგაზე ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო.
ჰოლანდს 40 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგის 35 მატჩში. “სიტიში” 73 შეხვედრაში 71 გოლი გაიტანა.
არიენ რობენის (19 წლის და 321 დღის, 2003 წლის დეკემბერი) შემდეგ, 20 წლისა და 221 დღის ხავი სიმონსი ყველაზე ახალგაზრდა ნიდერლანდელი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3 მატჩში მონაწილეობდა “ლაიპციგის” გოლებში.
H ჯგუფი
შახტარი – ანტვერპენი 1:0
გოლი: 1:0 მატვიენკო (12)
ბარსელონა – პორტო 2:1
გოლები: 0:1 პეპე (30), 1:1 ჟოაო კანსელო (32), 2:1 ჟოაო ფელიქსი (57)
“ბარსელონა” პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მესის წასვლის შემდეგ.
ჟოაო ფელიქსმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 3 გოლი (5 მატჩში) გაიტანა და გაუთანაბრდა თავის ძველ მაჩვენებლებს, რომელიც 2019/20 და 2020/21 წლების სეზონში “ატლეტიკოში” ყოფნისას ჰქონდა.
ჟოაო კანსელომ მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში (16 მატჩი) 3 გოლი გაიტანა და გაუთანაბრდა თავის საუკეთესო მაჩვენებელს, რომელსაც მიაღწია TOP5-ის ლიგებში ერთი სეზონის განმავლობაში.
GIPHY App Key not set. Please check settings