in

ჩახუტება ხვიჩასთან? სასიამოვნო იყო: ნაპოლის ახალ მწვრთნელს უნდა, რომ კვარაცხელიას დეტალები აუხსნას

1813429699

სერია ა-ს მე-13 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად „ატალანტა“ 2:1 დაამარცხა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს თავური დარტყმით სწორედ ჩვენიანმა გახსნა და მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი მიითვალა.

ეს ახალი მწვრთნელის ვალტერ მაძარისთვის პირველი გამარჯვებაა 10-წლიანი პაუზის შემდეგ „ნაპოლიში“ დაბრუნებისას.

„ნაპოლის“ ერთ-ერთმა გვერდმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა გამარჯვების შემდეგ მწვრთნელს ეხუტება და მიაწერა: „მსგავსი სურათი ხვიჩასა და მის ძველ მწვრთნელზე არასდროს გვინახავს“.

აი რა თქვა მატჩის შემდეგ თავად ვალტერ მაძარიმ:

„პირველი ტაიმის შემხედვარე მეგონა პრობლემები ნაკლებად გვექნებოდა. თითქმის იდეალურები ვიყავით, თუმცა მეორე ნახევარში „ატალანტამ“ რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა.

რაც შეეხება თამაშის მოდელს, ეს არის მოდელი, რომელსაც მოაქვს შედეგი. თუ შენ კარგ ფეხბურთს თამაშობ და შედეგებს ვერ აღწევ, ესე იგი, მოდელი არ მუშაობს და ეს არ არის კარგი.

ოსიმენი შარშან ერთ-ერთი გადამწყვეტი ფიგურა იყო. ის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ბევრი ვარჯიში არ დამჭირვებია იმისთვის, რომ გამეგო, როგორ ფორმაშია…

კვარას ვთხოვე უფრო მეტ ფართობზე ეთამაშა, გამაომდინარე მეტოქის ფიზიკური შესაძლებლობებიდან. ის მატჩის დროს პოლიტანოსთან იკვეთებოდა. რამდენიმე ცვლილება გავაკეთეთ, რათა თამაში ხვიჩაზე მოგვერგო.
ვიმედოვნებ, რომ მეტი დრო მექნება მასთან მუშაობის და რომ დეტალები ავუხსნა. ჩახუტება ხვიჩასთან? სასიამოვნო იყო. გრძნობა დაიბადა ჩემს ფეხბურთელებთან“.

საერთოდ, ამ ბიჭებთან ერთად დამებადა განცდა, რომ მომავლისკენ ოპტიმიზმით უნდა ვიყუროთ.

დღეს პირველი მატჩი ვნახეთ. შემდეგი არის „რეალი“. ეს ჩვენთვის იქნება ამხანაგური მატჩი – მორჩა, ამაზე მეტს არ ვლაპარაკობთ“.

„ნაპოლი“ 29 ნოემბერს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში „რეალს“ ეთამაშება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქოჩორაშვილი საუკეთესო იყო, ზურიკოს ბორდომ მოიგო, ჩაკვე ვარდის ლიდერთან დამარცხდა – ლეგიონერები

კვარა იტალიაში ერთადერთია, რომელმაც… ხვიჩა დიდ ხუთეულთან