ხვიჩა კვარაცხელია „ჩელსის“ აინტერესებს.
ლონდონელები შეუერთდნენ იმ კლუბებს, რომლებიც „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების 22 წლის ვინგერს აკვირდებიან, ამბობს ESPN.
მანამდე ქართველის მიმართ ინტერესს უკავშირებდნენ „სიტის“, „რეალს“, „ბარსელონას“ და „ნიუკასლს“.
ხვიჩა „ჩელსის“ სატრანსფერო პოლიტიკაში ჯდება, რომელიც ითვალისწინებს დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენას.
თუმცა „ნაპოლის“ არ სურს კვარაცხელიას გაყიდვა. კლუბი მას 100 მლნ ევროზე მეტად აფასებს. „ჩელსისთვის“ ეს თანხა მისაღებია, მაგრამ ფინანსური ფეარ-პლეის პირობებში კლუბს დიდი მანევრების საშუალება არ აქვს.
„ჩელსი“ ასევე უყურებს ხვიჩას თანაკლუბელ ვიკტორ ოსიმენს და „ბრენტფორდის“ აივენ ტოუნის.
თუმცა ჟურნალისტმა ბენ ჯეიკობსმა დაწერა, რომ „ჩელსის“ ინტერესი საგნობრივი არ არის და ლონდონელების ინტერესის უკან სერიოზული არაფერია.
GIPHY App Key not set. Please check settings