in

ესპანეთში რევანშისთვის არ ჩამოვსულვართ…

ესპანეთთან მატჩის წინ, ვალიადოლიდის “ხოსე სორილიაზე”, სადაც საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს “ფურია როხას” უნდა შეხვდეს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში, ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა უპასუხეს:

  • როგორია ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომრეობა? შოტლანდიასთან შენგელიამ ხელი დაიშავა, ახლა როგორ არის?

სანიოლი: – ლევანის გარდა, ყველა კარგად გრძნობს თავს და მზად არის სათამაშოდ. მეორე მატჩი ყოველთვის რთულია, თუმცა, ვეცდებით კარგად ვითამაშოთ და ჩვენი შესაძლებლობები სრულად გამოვავლინოთ.

  • შოტლანდიამდე თქვით, რომ კაკაბაძე არის ძალიან საიმედო ფეხბურთელი. რას იტყვით მასზე და ასევე, როგორ შეაფასებთ ქოჩორაშვილის თამაშს?

აქვე მეორე კითხვაც: კვარაცხელიას უკვე დიდი რეპუტაცია აქვს, მათ შორის – მსაჯებთანაც. თუ ფიქრობთ მის შესაძლო კაპიტნობაზე, თუნდაც მომავალი წლისთვის ხომ არ უნდა ველოდოთ ხვიჩას თუნდაც სამ კაპიტანს შორის ერთ-ერთ ვარიანტად?

სანიოლი: – კაკაბაძე ძალიან საიმედო იყო წინა მატჩში. ფაქტობრივად, არ ჰქონია შეცდომა, ფანტასტიკური იყო შოტლანდიასთან შეხვედრაში. ტრავმის შემდეგ ის ძალიან კარგად დაბრუნდა…

რაც შეეხება ქოჩორაშვილს, მრავალი წელია ესპანეთში ცხოვრობს და თამაშობს, განსხვავებული მენტალობის და შესაძლებლობების ფეხბურთელია, ძლიერია ბურთით და უბურთოდაც. ძალიან მომწონს. შოტლანდიასთან ძალიან დაგვეხმარა იმ სივრცეში, სადაც გვჭირდებოდა.

რაც შეეხება ხვიჩას, ამჟამად კაშიაა კაპიტანი და ამით ყველა ბედნიერია. გურამს ბევრი კარგი თვისება აქვს თამაშის დროსაც, ახალგაზრდა მოთამაშეებთან ურთერთობაშიც და ასე შემდეგ.

დიახ, ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, არის ძალიან პოპულარული მოთამაშე, მაგრამ კაპიტნისთვის კიდევ სხვა თვისებებიც არის საჭირო და ამ ეტაპზე, გურამი სრულად აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს.

  • თბილისში 1:7 წაგებული მატჩის გახსენება საქართველოს ნაკრების მოთამაშეებისთვის მოტივაციაა იმ კოშმარის დასავიწყებლად, თუ პირიქით – წნეხია?

სანიოლი: – ის მატჩი ძალიან რთული იყო ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხრივ, დაგვეხმარა იმ მხრივ, რომ ბევრი საფიქრალი მოგვცა, ბევრი რამის გაანალიზება გახდა საჭირო. ასე რომ, დღეს აქ რევანშისთვის არ ვართ, ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ვაჩვენოთ ის პოზიტიური ძვრები, რაც გვაქვს. დღეს აქ ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად.

ლოჩოშვილი: – რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო, მაგრამ ასეთი წაგებები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია… ყველამ გაანალიზა იმ წაგების მიზეზები, იმ მარცხს გამოვიყენებთ მოტივაციისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კვირას წარმატებით ვითამაშოთ, იმისთვის, რომ მარტის თამაშებში მსგავსი შეცდომები აღარ იყოს.

  • რას იტყვით შოტლანდიასთან მატჩზე?

სანიოლი: – კარგი თამაში გვქონდა მე-60 წუთამდე, მაგრამ მერე რაც მოხდა, ამაზე უკვე ბევრი ვილაპარაკეთ. ბოლო წუთები, განსაკუთრებით მეორე გოლი იყო ბევრი პატარა შეცდომის ბრალი… თუმცა, მთავარია, ვიმუშაოთ ამ შეცომების გამოსწორებაზე და გავაგრძელოთ წინსვლა.

ლოჩოშივილი: – პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ შოტლანდიასთან, მაგრამ მეორე ნახევარში სტუმრების ძალიან ძლიერი გუნდი გააქტიურდა, გაგვიჭირდა, ალბათ, ცოტათი იღბალიც დაგვაკლდა ბოლო წუთებში და… მაგრამ მთლიანობაში, ჩემი აზრით, კარგი მატჩი გვქონდა.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰოლანდი სეზონის ფეხბურთელია, იამალს ახალგაზრდებში ახალგაზრდას პრიზი მისცეს

შეიძლება არც დამიჯეროთ: ხვიჩა ჰყვება ისტორიას, რომელმაც მისი დამოკიდებულება შეცვალა მესის მიმართ