in ,

კვარა სალაჰის მემკვიდრედ? ლივერპულის ვრცელი სტატია ხვიჩაზე

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ იტალიელმა დამრიგებელმა ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელია მოჰამედ სალაჰს შეადარა. ინგლისური გამოცემა Liverpool.com აღნიშნულ ინტერვიუს ეხმაურება და ხვიჩას სალაჰის სამომავლო შემცვლელად მოიაზრებს.

“ლივერპულს” შეუძლია 3 წლით ადრე დააკვირდეს გასაოცარ გარემარბს, რომელსაც ახალგაზრდა მოჰამედ სალაჰს ადარებენ. სალაჰის ახალი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ეგვიპტელი კვირაში 350 000 ევროს გამოიმუშავებს, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ხელშეკრულება 2025 წელს ამოიწურება. ამ მომენტისთვის შემტევი 33 წლის იქნება და მისი უფასოდ დაკარგვა იმდენად დიდი საშიშროება აღარ იქნება, როგორც ამ ზაფხულს იყო. შესაძლოა, “ენფილდის” გმირმა კონტრაქტი
კლუბთან უკანასკნელად გაახანგრძლივა. ყველამ იცის სალაჰის მნიშვნელობა, ამიტომ გუნდი მისი პოტენციური შემცვლელის პოვნას ახლავე უნდა შეუდგეს. სავარაუდოდ, საჭირო გახდება კიდევ ერთი გარემარბი კლოპის გუნდში, რომელიც გერმანელი მწვრთნელის ფილოსოფიას იდეალურად მოერგება. ერთ-ერთი კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელიაა, 21 წლის ვინგერი. სალაჰის წასვლის შემდეგ ის 24 წლის იქნება – იდეალური ასაკის, რათა “წითლებს” შეუერთდეს.

კაპელოს შედარებაზე

“ინგლისის ნაკრების, “მილანისა” და “იუვენტუსის” ყოფილ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს ხვიჩა კვარაცხელიას ტალანტი უყურადღებოდ არ დარჩენია. ლეგენდარულმა თავკაცმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ქართველი მოძრაობებით მოჰამედ სალაჰს წააგავს. აქ პატარა უზუსტობაა, რადგან კვარაცხელიას კარიერის უდიდესი ნაწილი მარცხენა ფლანგზე აქვს გატარებული, თუმცა “ტრანსფერმარკეტი” მას ორივე ფრთაზე მოთამაშე ფეხბურთელად მიიჩნევს. მართლაც, ქართველს მარჯვენა ფლანგიდან 14 მატჩი აქვს ჩატარებული. ხვიჩა ახლახან შეუერთდა “ნაპოლის” ბათუმის “დინამოდან” 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ქართველი რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდა, ომის დაწყებიდან მალევე საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატში 11 მატჩში 8 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რადგან საქართველოს ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. მეორე მხრივ, გაიბრწყინა ეროვნულ ნაკრებშიც ისეთი ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ, როგორებიც ესპანეთის, საბერძნეთისა და შვედეთის ნაკრებები არიან. მას გააჩნია პოტენციალი, რომ ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გახდეს.

შედარება 22 წლის სალაჰთან

მოჰამედ სალაჰი იტალიის ჩემპიონატში 2014 წელს გადაბარგდა. ორ მოთამაშეს შორის სალაჰი უფრო შედეგიანი იყო, ეგვიპტელს 0.6 გოლი 90 წუთში, ხვიჩას კი 0.2, თუმცა ორივე მოთამაშეს კარში დარტყმების იდენტური მაჩვენებელი – 2.1 აქვს. კვარაცხელიამ გასულ სეზონში, ჩემპიონატში განხორციელებული დრიბლინგების მხრივ, მეორე ადგილი დაიკავა, 6.9 მცდელობიდან 3.3 წარმატებით განხორციელებული. სალაჰს კი 7.5 მცდელობიდან 50.67-პროცენტიანი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. ფაბიომ, სავარაუდოდ, ორივე მოთამაშე დრიბლინგში შეადარა ერთმანეთს. კვარაცხელიას დამატება გასულ ზაფხულს “ტოტენჰემს” სურდა. შესაძლოა, მალე “ლივერპულის” რადარზეც აღმოჩნდეს. მოჰამედ სალაჰი სერია A-მ აქცია დიდებულ მოთამაშედ. ასე რომ, შესაძლოა, ხვიჩამ მისი ისტორია გაიმეოროს”.

შეგახსენებთ, ხვიჩა “ნაპოლისთან” ერთად მომდევნო მატჩს ხვალ, “ადანა დემირსპორის” წინააღმდეგ 22:45 საათზე გამართავს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: საქართველომ უკვე ივარჯიშა – ჯერ ბურთით და კომბინაციებზე

რა ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეუძლია რაგბს საქართველოსთვის