ერლინგ ჰოლანდი გახდა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი Tuttosport-ის ვერსიით.
ნორვეგიელმა :სიტის“ რიგებში ტრებლი მოიგო და სეზონსი 53 მატჩში 52 გოლი გაიტანა და ამის გამო ლეგენდების საბჭოსგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო, რომელიც Tuttosport-მა დააჯამა. შესაბამისად, ნორვეგიელმა გოლიათმა მიიღო ჯილდო Golden Player.
გაგახსენებთ, რომ დორტმუნდის „ბორუსიაში“ თამაშის დროს, 2020 წელს ჰოლანდმა Golden Boy მოიგო.
Tuttosport-მა პრიზი მისცა ლამინ იამალს. „ბარსელონას“ ბიჭუნამ სპეციალური ჯილდო მოიგო – The Youngest – როგორც ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც Golden Boy-ის ლაურეატების არჩევისას ფინალისტთა სამეულში მოხვედრილა. 16 წლის ფეხბურთელი გამოკითხვაში მხოლოდ ჯუდ ბელინგემს ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა.
GIPHY App Key not set. Please check settings