გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ჩიკაგო ბულსს“ უმასპინძლა და ბოლო წამებზე მოუგო – 96:94.
ქართველი ცენტრი ისევ სასტარტოში იყო. ბითაძემ 26:10 წუთი ითამაშა და 15 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა.
მიმდინარე სეზონში ეს გოგასთვის მეორე ორმაგი დუბლია, ქულების მხრივ კი მას ყველაზე შედეგიანი მატჩი ჰქონდა.
ჩვენიანმა10-დან 6 ორქულიანი და 4 დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი არ დაუკარგავს, სამქულიანი არ უსვრია.
„ორლანდოს“ 6 გამარჯვება და 5 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings