in

ამ მატჩებით ვემზადებით ფლეი-ოფისთვის: იმედია, აიაქსსაც გავუმკლავდები

გიორგი მიქაუტაძე „აიაქსში“ ცუდ ფეხზე გადავიდა. ვერც გუნდია მოწოდების სიმაღლეზე, მისი მიმყვანი კაციც გაუშვეს, მერე მწვრთნელი, ჯერ ახალიც არ აძლევს სათანადო წუთებს, უკვე დაიწერა იჯარით „მეცში“დაბრუნებაზე, კიდევ რომის „ლაციოზე“. ასეა თუ ისე, გიორგი ჯერ ნაკრების შეკრებაზეა და პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლს ახლდა.

ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის: სანიოლისთვის მთავარი სწორი ბალანსია

გიორგი მიქაუტაძე:

„მოტივაცია დიდი გვაქვს, მეც ასე ვარ. ახლა მთავარია ნაკრებს დავეხმარო. ამ მატჩებით ვემზადებით ფლეი-ოფისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრები ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდეს.

„აიაქსში“ როგორ ვახერხებ საკუთარი თავის მოტივირებას? ვარჯიშებზე და თამაშებზე ყველაფერს ვაკეთებ, დამატებითაც ვვარჯიშობ. ოჯახი გვერდით მიდგას და ეს ძალიან მეხმარება. „მეცშიც“ ასეთი ვითარება იყო და გავუმკლავდი. იმედია, „აიაქსშიც“ მოვახერხებ.

ველაპარაკე მწვრთნელს და მითხრა, ჩამოდი და ყველაფერი კარგად იქნებაო. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ვითარება შევცვალო. თანაგუნდელებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და მათგან ბევრს ვსწავლობ.

ქართველი გულშემატკივრები ყოველთვის მხარს გვიჭერენ და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო. პირადად მეც მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის: სანიოლისთვის მთავარი სწორი ბალანსია

თსუ-მ ბოლო წამებზე წააგო