საქართველოს ნაკრებს ხვალ საღამოს ევროშესარჩევის მატჩი აქვს შოტლანდიასთან. რა ცუდია, რომ ამ შეხვედრას პრაქტიკული მნიშნელობა აღარ აქვს. არც მეტოქისთვის, ის მაინც რომ იყოს მოტივირებული. არადა, სქოთებთან გამოგვდის თამაში და არ არის გამორიცხული, ხვალაც მივიღოთ დადებითი შედეგი, ოღონდ ეგაა, რომ უკვე გვიანია და მხოლოდ მსუბუქად სასიამოვნო თუ იქნება.
შოტლანდიას მწვრთნელი მათთვის თბილ თურქეთში ამზადებს, თანაც საქართველოსთან ახლოს და ამიტომ მატჩის წინა ტრადიციული პრესკონფერენცია სტივ კლარკმა ონლაინ გამართა.
სტივ კლარკი:
„დაახლოებით 30 წამის წინ არ ვიცოდი, რომ ეს ჩემი 50-ე თამაში იყო შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ახლა ამაზე არ ვფიქრობ, თავში მხოლოდ 15 ნოემბრის მატჩი მიტრიალებს.
რთულ თამაშს ველით საქართველოში. ვცდილობ, გუნდი მაქსიმალურად მოვამზადო, რათა ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ.
თბილისში წინა ორ მატჩში წაგება წარსულია და ვერაფერს შევცვლით, ორიენტირებულები ვართ მხოლოდ მომავალ თამაშზე.
როდესაც სტუმრად თამაშობ ისეთ გუნდთან, როგორიც საქართველოა, უნდა იცოდე, რომ ყოველთვის რთული გარემო გექნება. მეტოქე ძალიან კარგი გუნდია. მათი ესპანეთთან მარცხი ამოვარდნილი იყო.
საქართველოს ნაკრებში დავინახე კონკურენტუნარიანი გუნდი და იგივეს ველოდები ხუთშაბათს. ამიტომ, ამ გუნდთან სტუმრად დადებითი შედეგის მიღწევა სასიხარულო იქნება“.
GIPHY App Key not set. Please check settings