თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ევროლიგაზე „მილანს“ აჯობა და მე-3 ადგილი გაიმყარა. ბოლონიელებმა თანამემამულე მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს – 86:79.
გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა თორნიკე შენგელიამ. მის ანგარიშზე 28 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრაა.
„ვირტუსს“ ევროლიგაზე 6 მოგება და 2 წაგება აქვს. მომდევნო შეხვედრას 17 ნოემბერს „პანათინაიკოსთან“ სტუმრად გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings