მოჰამედ სალაჰმა მე-2 ადგილი დაიკავა „ლივერპულის“ საუკეთესო ტრანსფერების ჩამონათვალში.
ბრინატულმა ჟურნალმა FourFourTwo-მა შეადგინა მერსისაიდული კლუბის საუკეთესო შენაძენების სია, რომელშიც 34 ფეხბურთელი შევიდა. პირველზე გავიდა კენი დალგლიში, რომელიც გუნდს 1977 წელს შეუერთდა.
ტოპ-10 ტრანსფერის „ლივერპულის“ ისტორიაში FourFourTwo-ის ვერსიით:
- კენი დალგლიში;
- მოჰამედ სალაჰი;
- იან რაში;
- კევინ კიგანი;
- გრემ სუნესი;
- ჯონ ბარნსი;
- ლუის სუარესი;
- როჯერ ჰანტი;
- ვირხილ ვან დეიკი;
- რონ იეიტსი.
ენდრიუ რობერტსონი მე-12 ადგილზეა, ალისონი – მე-15, სადიო მანე – მე-16, რობერტო ფირმინიო – მე-18, ფერნანდო ტორესი –23-ე, ჯორდან ჰენდერსონი –26-ე, სამი ჰიუპია – 28-ე, ჯეიმს მილნერმა კი დახურა სია.
GIPHY App Key not set. Please check settings