დამდეგ შაბათს საფრანგეთში ლიგა 2 დაიწყება. ამ პირველობას წლეულს უფრო დავაკვირდებით, რადგან მასში საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე გამოდის. გიორგი ფრანგულ კლუბს ბელგიურ „სერენში“ ჩატარებული ორი შესანი ნშავი სეზონის შემდეგ დაუბრუნდა.
წინასასეზონოდ 21 წლის ჩვენიანი მშვენივრად გამოიყურებოდა და ასე იყო ბოლო საკონტროლო შეხვედრაშიც. „მეცი“ საკუთარ მოედანზე ამხანაგურ მატჩში „სოშოს“ შეხვდა და მეტოქე მე-2 წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.
მიქაუტაძე ძირითადში იყო. დიდი ალბათობით, ეს ის სასტარტო შემადგენლობაა, რომელსაც მწვრთნელი დაეყრდნობა კიდეც პირველ ოფიციალურ მატჩში.
ქართველი თავდამსხმელი აქტიური იყო და კარგად ითამაშა.
კლუბის პრესსამსახურმა დაწერა, რომ: „პირველ ტაიმში ძალიან აქტიური მიქაუტაძე შეტევაში ინდივიდუალური მოქმედებით გამოირჩეოდა და გუნდურადაც შესანიშნავად მოქმედებდა“.
გიორგი სამჯერ დაემუქრა მეტოქეს: ჯერ იყო და მეკარემ კუთხურზე მოიგერია, შემდეგ ჩვენიანს სიზუსტე დააკლდა, ერთხელ კი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა. 83-ე წუთზე მიქაუტაძე შეცვალეს.
„მეცი“ სეზონს 30 ივლისს გახსნის, ჩემპიონატის შეხვედრაში შინ „ამიენს“ მიიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings