in

ქართველები თადარიგში, სიგუა გააძევეს – ლეგიონერები

სანაკრებო პაუზის წინ, კვირის მატჩებში სამწუხაროდ ჩვენი ნაკრების წევრებს თავი დიდად არ გამოუჩენიათ.

ზურიკომ როგორც იქნა მოიგო, ჩაკვემაც – ლეგიონერები

იტალიაში ჩვენები სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდნენ.
„მონცა“ საშინაო შეხვედრაში საბა საზონოვის „ტორინოს“ დაუზავდა (1:1). საქართველოს ნაკრების მცველი კვლავ თადარიგში დარჩა.

გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ 0:2 დამარცხდა გასვლაზე „ინტერთან“. ახალგაზრდული ნაკრების შემტევი სათადარიგო იყო.

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ ისევ მოიგო, სტუმრად „ბრეშა“ 3:0 დაამარცხა. ივა გელაშვილის „სპეციამ“ „ტერნანასთან” (2:2) გამარჯვება ბოლო წამზე გაშვებული გოლით დაკარგა. სამწუხაროდ, ორივე ჩვენიანი თადარიგში იყო.

შვეიცარიაში ეს ტური უიღბლო გამოდგა გაბრიელ სიგუასთვის. „ბაზელი“ გასვლაზე „სერვეტთან“ 1:4 დამარცხდა, ახალგაზრდა ქართველი კი მე-18 წუთზე მეტოქესთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს. არბიტრმა ჩათვალა, რომ მოედნის ცენტრში მის ვარდნას შეეძლო მეტოქისთვის ტრავმა მიეყენებინა. მე-3 წუთზე კი სიგუას გატანის შანსი ჰქონდა.

სლოვაკეთში, „სლოვანმა“ 1:0 დაამარცხა „სკალიცა“. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა (7.2). კაშია განაცხადში არ ყოფილა.

სათადარიგო იყო ლუკა გუგეშაშვილი, რომლოს „ყარაბაღმა“ 3:1 მოუგო „საბაილის“.

საბერძნეთში სრულად ითამაშა ლევან შენგელია, და 6.4 ქულა დაიმსაუხრა. პაოკ-მა კი 2:1 დაამარცხა „პანეტოლიკოსი“.

უკრაინის ჩემპიონატში „შახტარმა“ 1:3 წააგო „დნიპროსთან“. გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი თამაშში მე-60 წუთიდანჩაერთვნენ.

დაბოლოს, ისევ მიქაუტაძეზე, რომელიც „ალმერესთან“ სასტუმრო მატჩში ძირითადში იყო და შესვენებაზე გამოცვალეს. ქართველი ფორვარდის შეფასება ასეთია: Sofascore – 6.7, Flashscore – 6.5, whoscored – 6.3.

მიქაუტაძე ძირითადში დააყენეს და შესვენებაზე შეცვალეს: აიაქსმა მაინც ვერ მოიგო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუდი გარსია გაუშვეს: ვინ მივა ნაპოლიში

მან ყველაფერი უნდა აკეთოს: მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველები