გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ატლანტა ჰოუქსი“ მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში ერთი ქულით, 119:120 დამარცხდა.
ჩვენიანი ისევ სასტარტოში იყო და საერთო ჯამში, მოედანზე 21:29 წუთი გაატარა. ბითაძემ 12 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა. თამაშიდან 7-ჯერ ესროლა, 5 სროლა ზუსტი იყო.
ბოლო წამებზე „ორლანდოს“ მატჩის მოგება შეეძლო, თუმცა თავისი სროლა ფლორიდელებმა ვერ გამოიყენეს.
გოგა ბითაძის გუნდი მორიგ შეხვედრას, 12 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
„ორლანდოს“ 4 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings