ავსტრიაში სეზონი დაიწყო. პირველ ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ. „ვოლფსბერგერმა“ გრაცის „შტურმი“ მიიღო, შეხვედრა 1:1 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა.
ტრავმის გამო „შტურმის“ შემადგენლობაში ისევ არ არის ოთარ კიტეიშვილი და ამაზე მატჩის შემდეგ გუნდის მწვრთნელმა კრისტიან ილცერმაც დაიწუწუნა:
„ჩვენი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ. დაგვაკლდა სიმწვავე, რომელიც იანჩერის და კიტეიშვილის დროს გვახასიათებს“.
ბერძნული „ლამია“ ორმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა: ნიკა ნინუამ და ბაჩანა არაბულმა.
ნინუას იჯარა დაუსრულდა და სალონიკის პაოკ-ში დაბრუნდა, რომელსაც მისი ტრანსფერი ეკუთვნის. თუ გახსოვთ, ნიკა შარშან თემურ ქეცბაიას „ანორთოსისში“ გადავიდა, ხოლო წელს „ლამიაში“. იქაური პრესა წერს, რომ ნინუა პაოკ-საც დატოვებს.
28 წლის არაბულს კი კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტია.
GIPHY App Key not set. Please check settings