ანალიტიკური ვებგვერდი transfermarkt ათასგვარ სტატისტიკებსა და რეიტინგებს აკეთებს, ახლა კი მონაცემები განაახლა და საქართველოს ჩემპიონატის კლუბებს გადაავლო თვალი. პირველ ადგილზე ისევ თბილისის „დინამოა“, რომლის ჯამური ფასი 7.13 მილიონ ევროა.
ქართული კლუბების ფასი:
დინამო თბილისი: 7.13 მილიონი ევრო
ბათუმის დინამო: 6.45
საბურთალო: 5.08
ტორპედო. 4.68
სამგურალი: 4.50
თელავი: 3.80
დილა: 3.73
გაგრა: 3.03
სამტრედია: 2.49
შუქურა: 1.40
ჯამური ფასი: 42.26 მილიონი ევრო
ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებში ორი ლიდერია: თბილისის „დინამოს“ კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი და ბათუმის „დინამოს“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი.
- ფლამარიონი, ბრაზილია, ბათუმის დინამო: 1.00 მლნ
- ანზორ მექვაბიშვილი, დინამო თბილისი: 1.00 მლნ
- გიორგი წიტაიშვილი, ბათუმის დინამო: 900 ათასი
GIPHY App Key not set. Please check settings