„ბოკა ხუნიორსის“ გულშემატკივარმა კლუბის წაგების გამო სუიციდი ჩაიდინა.
„ბოკამ“ ლიბერტადორესის თასის ფინალი წააგო „ფლუმინენსესთან“ (1:2).
მატჩის შემდეგ 23 წლის პოლიციელმა მარსელო მორალესმა თავი მოიკლა. ფანის დედამ დაადასტურა, რომ შვილმა ეს საყვარელი კლუბის წაგების გამო გააკეთა.
“როდესაც „ბოკა“ აგებდა, ის ცუდად იყო, იწყენდა, ჩხუბობდა. ამბობდა, რომ „ბოკა“ ყველაზე მნიშვნელოვანია. მან თავი ამის გამო მოიკლა.
არ მეგონა ჩემი შვილი აქამდე თუ მივიდოდა. რამდენიმე კვირის წინ მამამისს უთხრა: „თუ „ბოკა“ ვერ მოგებს, თავს მოვიკლავ“. გვეგონა ხუმრობდა. დაე ახალგაზრდებმა გაიგონ, მათი ოჯახები დაფიქრდნენ“, – თქვა გულშემატკივრის დედამ.
GIPHY App Key not set. Please check settings