თორნიკე შენგელია ევროლიგის მე-6 ტურის MVP გახდა. ვირტუს ბოლონიას ქართველმა ფორვარდმა ევროლიგაში (და იტალიის სერია A-შიც) ოქტომბრის თვის MVP-ის ტიტული დაიმსახურა და როგორც ჩანს, ტემპს არ აგდებს. ევროლიგის მე-6 ტურში ბოლონიელებმა შინ თურქულ ეფესს მოუგეს და ამ მატჩში შენგელიამ 19 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტმა 30 შეადგინა, რაც მთლიან ტურში საუკეთესო შედეგი გახლდათ და ქართველ ფორვარდს უშუალოდ ეფესთან მატჩის MVP-ისთან ერთად მოგვიანებით ტურის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
32 წლის ქართველი კალათბურთელი ევროლიგის ტურის MVP მიმდინარე სეზონში მე-2-ედ, კარიერაში კი მერვედ გახდა. ის ისეთ კალათბურთელებს დაეწია, როგორებიც იოანის ბურუსისი, ლუკა დონჩიჩი და ვასილის სპანულისი არიან. ამ მხრივ, რეკორდსმენი ნანდო დე კოლოა, რომელსაც თვის MVP-ის ტიტული 16-ჯრ აქვს მოგებული.
GIPHY App Key not set. Please check settings