„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის მე-11 ტურში სტუმრად „სალერნიტანას“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
სტუმრები სწრაფად დაწინაურდნენ: მე-13 წუთზე, ლობოტკას პასით დასარტყმელ პოზიციაზე რასპადორი გავიდა და გაიტანა.
კვარაცხელია ჩვეულებისამებრ თამაშის გამწვავებას და თანაგუნდელების პასებით მომარაგებას ცდილობდა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია, ხოლო 67-ე წუთზე შეცვალეს.
საერთო ჯამში, კვარაცხელია აქტიური იყო ცენტრშიც და მარჯვნივაც, კარშიც ურტყამდა და მომენტიც ჰქონდა. მისი მეურვე მაცოკი ხშირად „ეჭიდავებოდა“ და ხვიჩას შეცვლამდე წუთით ადრე გააფრთხილეს კიდეც.
მეორე გოლი კი სწორედ ხვიჩას ნაცვლად შესულმა ელმასმა გაიტანა, თანაცც ქართველის სტილში: მარცხნიდან შუისკენ შეიწია, ბურთი დასარტყმელად მოიქცია და მოჭრილი დარტყმით ზუსტად დაარტყა.
კვარაცხელიამ კი ორივე გუნდში ერთ-ერთი მაღალი შეფასებები მიიღო: Flashscore.com – 7.7; Whoscored.com – 7.5; Sofascore.com – 7.4.
11 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 21 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზეა, ლიდერ „ინტერთს“ კი 7 ქულით ჩამოღჩება.
მომდევნო მატჩი „ნაპოლის“ 12 ნოემბერს აქვს შინ, ერთ-ერთ აუტსაიდერ „ემპოლისთან“, თუმცა მანამდე შეხვედრას 8 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე უწევს თამაში ბერლინის „უნიონთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings