in

ოქტომბრის MVP-მა ნოემბერიც ტკბილად დაიწყო: შენგელია საუკეთესოა – ვიდეო

ვირტუს ბოლონიას ქართველი ფორვარდი, თორნიკე შენგელია, რომელიც გასულ თვეში ევროლიგის და იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ტემპს არ აგდებს და თამაშს ჩვეული შედეგიანობით განაგრძობს. ევროლიგის მორიგ ტურში შენგელიას გუნდმა ბოლონიაში სტამბოლის ეფესს უმასპინძლა და ქართველი ფორვარდის წინამძღოლობით 93:81 დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ევროლიგის ოქტომბრის თვის უძვირფასესი კალათბურთელისთვის განკუთვნილი სპეციალური ჯილდო ჩაიბარა. თორნიკე შენგელია გასულ თვეში საშუალოდ 18.4 ქულას, 4.8 მოხსნასა და 4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

რაც შეეხება „ეფესთან“ შეხვედრას, შენგელიამ მის ყველა ძირითად საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებს გადააჭარბა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 31:11 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქულათა მაჩვენებლით ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

6 ტურის შემდეგ „ვირტუს ბოლონიას“ევროლიგაში ხუთი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით კი მესამე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ბოლონიელები ასევე ლიდერობენ იტალიის ჩემპიონატს, ხოლო თორნიკე შენგელია Lega A-შიც გასული თვის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე კარგი პელე იყო

მეცი მიქაუტაძის დაბრუნებას ზამთარში ეცდება