ლეო მესიმ დაუმსახურებლად მიიღო სამი „ოქროს ბურთი“. ასე მიიჩნევს FourFourTwo.
ბრიტანულმა ჟურნალმა ამ პრიზის გადაცემის ისტორიაში 10 მთავარი „ძარცვის“ სია შეადგინა. არგენტინელი ფორვარდი სამ შემთხვევაში მოიხსენიეს.
ათეული ასე გამოიყურება:
- რობერტ ლევანდოვსკის უნდა მოეგო ჯილდო მესის ნაცვლად 2021 წელს და პოლონელს ასევე აეღო ის 2020 წელს.
- ტიერი ანრი იმსახურებდა „ოქროს ბურთს“ უფრო მეტად, ვიდრე პაველ ნედვედი 2003 წელს და ანდრე შევჩენკოზე მეტად 2004 წელს.
- უესლი სნაიდერმა დაუმსახურებლად დაუთმო მესის 2010 წელს.
- კრიშტიანო რონალდოს უნდა წაეგო ფრანკ რიბერისთან 2013 წელს.
- მესიმ დაუმსახურებლად გაუსწრო ვირხილ ვან დეიკს 2019 წელს.
- რონალდო, სალაჰი და გრიზმანი უფრო იმსახურებდნენ „ოქროს ბრთს“ 2018 წელს, ვიდრე ლუკა მოდრიჩი.
- ალფრედო დი სტეფანოს უნდა წაეღო პრიზი 1956 წელს და არა სტენლი მეთიუზს.
- 2001 წელს პრიზი არა მაიკლ ოუენისთვის, არამედ ოლივერ კანისთვის ან რაულისთვის უნდა მიეცათ.
- ლუის სუარესს არ უნდა გაესწრო ფერენც პუშკაშისთვის 1960 წელს.
- ჯანლუიჯი ბუფონი უფრო იმსახურებდა „ოქროს ბურთს“ 2006 წელს, ვიდრე ფაბიო კანავარო.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგი ორშაბათის დაჯილდოების ცერემონიამდე გამოქვეყნდა.
მესიმ ერლინგ ჰოლანდს გაასწრო და მე-8 „ოქროს ბურთი“ მოიგო.
GIPHY App Key not set. Please check settings