“აიაქსი“ და “არსენალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ალბერტ სტივენბერგი შეთანხმებასთან ახლოს არიან. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამსტერდამელთათვის გამოცდილი ნიდერლანდელი სპეციალისტი ამჟამად ნომერ პირველი კანდიდატია.
სტივენბერგი “არსენალში” 2019 წლიდან მუშაობს, 2014/2016 წლებში “მანჩესტერ იუნაიტედში” დევიდ მოიესის ასისტენტი გახლდათ, 2017 წელს “გენკის” მთავარი მწვრთნელის რანგშიც ვიხილეთ; იმავე წლის დეკემბერში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ბელგიურმა კლუბმა სტივენბერგი გაათავისუფლა.
GIPHY App Key not set. Please check settings