ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში”ორლანდო მეჯიქმა” “ჰიუსტონ როკეტსს” უმასპინძლა და 116:86 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ მოედანზე 5 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა (3/4 საჯარიმო, 2/2 ორქულიანი), 3 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე) და 1 ჩაჭრა დააგროვა.
კოულ ენტონიმ 20 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
“როკეტსის” შემადგენლობიდან ალფერნე სენგურნმა, დილონ ბრუკსმა და ფრედ ვანვლიტმა თანაბარი, 14-14 ქულა ჩააგდეს.
“მეჯიქი” მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს, “პორტლენდ ტრეილბლეიზერთან” გამართავს.
“ჰიუსტონი” იმავე რიცხვში “სან ანტონიო სპურსს” შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings