ლა ლიგის მეათე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „კადისი“ დაამარცხა ანგარიშით 2:0.
„ღამურების“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და კარი მშრალად შეინახა. ის როგორც კარის ხაზზე, ასევე გამოსვლებზე კარგად თამაშობდა, დაცვასაც ეფექტურად ხელმძღვანელობდა და პირველი პასით სწრაფ კონტრიერიშებს იწყებდა.
მამარდაშვილის თამაში Flashscore-მა 7.6 ქულით შეაფასა, whoscored-მა – 7.8-ით, ხოლო sofascore-მა – 8.0-ით.
კლუბის საიტმა აღნიშნა, რომ ქართველი გუნდის ყველაზე დამაჯერებელი ფეხბურთელია.
„ვალენსიამ“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 14 ქულით მერვე ადგილზეა და 29 ოქტომბერს გასვლაზე „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings