in

გაიტანს თუ არა კვარაცხელია გოლს ზედიზედ მეოთხე მატჩში?

გრძელდება ჯგუფური ეტაპი ჩემპიონთა ლიგაზე. დღეს საღამოს 4 ჯგუფში გაიმართება მატჩები.

Aჯგუფი: გალათასარაი-ბაიერნი, მანჩესტერ იუნაიტედი-კოპენჰაგენი.

Bჯგუფი: ლენსი-პსვ ეინდჰოვენი, სევილია-არსენალი.

Cჯგუფი: ბრაგა-მადრიდის რეალი და უნიონ ბერლინი-ნაპოლი.

კვარაცხელიას გუნდს სერია A ში “მილანს” ახლა ხუთი ქულით ჩამორჩება. “ნაპოლის” გერმანულ კლუბებთან 8 მოგება, 5 ფრე და 9 მარცხი აქვს. გასულ სეზონში მათ ფრანკფურტის “აინტრახტს” აჯობეს და ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ. კვარაცხელიამ დი ლორენცოს მშვენიერი საგოლე პასი გაუკეთა.

“ნაპოლის” დანაკლისი დიდია – ჟესუსი, ანგისა, ოსიმენი… მშვენიერ ფორმაში მყოფი კვარაცხელია ზედიზედ მეოთხე მატჩში (ნაკრების ჩათვლით) გატანას ეცდება. ნიგერიელის გარეშე ის “ვერონასთან” მშვენივრად გამოიყურებოდა, საკმაოდ ბევრი თავისუფალი სივრცე ჰქონდა და დრიბლინგებს წარმატებით აგვირგვინებდა.

Dჯგუფი: ინტერი-ზალცბურგი, ბენფიკა-რეალ სოსიედადი.

გალათასარაი-ბაიერნისა და ინტერი-ზალცბურგის დაპირისპირებები თბილისის დროით 20:45 ზე დაიწყება, ხოლო დანარჩენი ორთაბრძოლები 23:00 ზე აიღებენ სტარტს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჭკვიანი და ლამაზი: გაიცანით ფიგუს ქალიშვილი – სწავლობს მედიცინას და ხვდება სამეფო ოჯახის წარმომადგენელს

მამარდამ კარი მშრალად შეინახა