ხვიჩა კვარაცხელიას გამო, „ნაპოლის“ შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია საინტერესოა, მით უმეტეს, როცა საქმე წინა ხაზის მოთამაშეებს ეხება.
დრის მერტენსმა „ნაპოლი“ დატოვა, თავისუფალი აგენტის სტატუსით.
კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Radio Kiss Kiss-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ფეხბურთელთან, რომლის კონტრაქტი ივნისის ბოლოს დასრულდა, არ იქნება.
„ნაპოლი“ 35 წლის ბელგიელს სეზონში სუფთა 2.5 მლნ ევროს თავაზობდა, რაზეც ფორვარდმა უარი თქვა. ადრე ის 4.5 მილიონს იღებდა, ნეაპოლელებმა კი ხელშეკრულების გაგრძელების ოფცია აღარ აამოქმედეს.
Football Italia ამბობს, რომ მერტენსის ახალი გუნდი „ლაციო“ იქნება.
მერტენსი „ნაპოლიში“ 2013/14 წლებიდან თამაშობდა და ამ დროში 397 მატჩში 148 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings