„ალ ნასრის“ ფანებმა კრიშტიანო რონალდო სუპერგმირის იერით გამოსახეს.
გულშემატკივრებმა პერფორმანსი „დამაკთან“ მატჩის დროს (2:1) გააკეთეს და წარწერაც თან დაურთეს CR7 200.
პერფორმანსი მიუძღვნეს რონალდოს მე-200 მატჩს პორტუგალიის ნაკრებში. კრიშტიანომ ამ ნიშნულს ივნისში მიაღწია ისლანდიასთან შეხვედრაში. ამჟამად 38 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ნაკრებში ჩატარებული 203 თამაში და 127 გოლია.
„სტადიონზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო. კმაყოფილი ვარ მოგებით, ვაგრძელებთ დაუღალავ მუშაობას. მადლობა ფანებს ასეთი შესანიშნავი საჩუქრისთვის“, – დაწერა გამარჯვების გოლის ავტორმა ტვიტერზე.
და ესეც: რონალდომ 41-ე გოლი გაიტანა 2023 წელს კლუბსა და ნაკრებში.
რონალდოს 40 (32+8) ქულა აქვს „ალ ნასრის’ 37 მატჩში. ის საუდეთის ლიგის საუკეთესო ბომბარდირია 11 გოლით.
GIPHY App Key not set. Please check settings