in

ორი პასი ევროპაში: როგორ ითამაშეს ლეგიონერებმა

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ შეცვლაზე ითამაშა და მოიგო კიდეც – 1:0.
ჩემპიონშიპის მე-12 ტურის შეხვედრაში ქართველის გუნდმა აუტსაიდერ „შეფილდ უენსდეის“ უმასპინძლა.
ჩაკვეტაძე 62-ე წუთზე შევიდა, როდესაც ანგრიში 0:0 იყო და თამაში გაამწვავა. გიორგის შეფასება 6.8-ია.
„უოტფორდმა“ 12 ტურის შემდეგ 13 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-19 ადგილზეა.
უოტფორდი – შეფილდ უენსდეი 1:0
გოლი: ასპრილია (82)

ავსტრიაში კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი ოთარ კიტეიშვილმა. „შტურმმა“ „ჰარტბერგს“ შინ 2:1 მოიგო. მე-13 წუთზე ოთარმა საგოლე პასი გააკეთა და „შტურმმა“ ანგარიში გაათანაბრა. 41-ე წუთზე კიტეიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო. მან ბოლომდე ითამაშა. ჩვენიანის შეფასება საკმაოდ მაღალია – 7.5.
11 ტურის შემდეგ „შტურმმა“ 27 ქულა დააგროვა, „ზალცბურგს“ 4 ქულით გადაასწრო და ერთპიროვნული ლიდერია.

საუდის არაბეთში, საბა კვირკველიას „ალ ახდუდი“ 1:2 დამარცხდა „ალ ფეიასთან“. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 6.7 დაიმსახურა.

უკრაინის მე-11 ტურში „შახტარმა ახალი მწვრთნელის დარიო სრნას ხელმძღვანელობით „ჩერკასი“ 3:0 დაამარცხა. ირაკლი აზაროვი 57-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, გიორგი გოჩოლეიშვილი კი სათადარიგო იყო. „შახტარი“ მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს სტუმრად ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ გამართავს.

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-12 ტურში, ნიკა კვეკვესკირის პოზნანის „ლეხმა“ „ლოძს“ უმასპინძლა და 3:1 აჯობა. ქართველი ნახევარმცველი მე-60 წუთზე შევიდა და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.
ნიკამ 81-ე წუთზე დიდებული პასით ნორვეგიელი კრისტოფერ ველდე მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელმაც ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ლეხი“ 23 ქულით მე-3 ადგილზეა.

ტრავმის შემდეგ დაბრუნდა ოთარ კაკაბაძე და მე-60 წუთიდან ითამაშა. მისმა „კრაკოვიამ“ კი სტუმრად 1:1 ითამაშა „პუშჩთან“.

შეცვლაზე შევიდა ლევან შენგელია 70-ე წუთზე, რომლის “პანეტოლიკოსმა“ შინ 2:0 „ვოლოსს“. ქართველის შეფასებაა 7.0.

შვეიცარიაში გაბრიელ სიგუა კვლავ მოხვდა „ბაზელის“ სასტარტო შემადგენლობაში „სერვეტთან“ საშინაო შეხვედრაში. 18 წლის ქართველი ნახევარმცველი 53-ე წუთზე შეცვალეს და 6.0 დაუწერეს. „ბაზელმა“ კი 0:1 წააგო და 5 ქულით ბოლო ადგილზეა.

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ში კონკურენტ „ტენერიფეს“ ესტუმრა – 0:0. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა და თამაშში კარგად ჩაერთო. „ლევანტემ“ 23 ქულით მე-3 ადგილი შეინარჩუნა.

ლიგა 2-ის მე-11 ტურში, ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ „ანჟეს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. აქტიურიც იყო, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. ზურიკოს 6.7 დაუწერეს.
ამ წაგებით „ბორდო“ (11 ქულა) მე-15 პოზიციაზე დაქვეითდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საზონოვი შეცვლაზე შევიდა და ტორინომ ამის მერე გაუშვა გოლები: საბას გატანაც შეეძლო

მთავარია ეგ ისარი მე არ მომხვდა: როგორ შეაფასეს ხვიჩა